ნარკომანია არის სერიოზული სენი და ჩვენ უნდა დავიცვათ პირველ რიგში, ის ადამიანები, რომლებიც არიან მომხმარებლები. ამისათვის საჭიროა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება. განსაკუთრებით უნდა გამკაცრდეს ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ნარკომანია არის სერიოზული სენი და ჩვენ უნდა დავიცვათ პირველ რიგში, ის ადამიანები, რომლებიც არიან მომხმარებლები. ამისათვის საჭიროა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება. განსაკუთრებით უნდა გამკაცრდეს ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების მიმართ. მასშტაბური სპეცოპერაცია უკვე ჩატარდა, სადაც დაკავებული იქნა 18 მსხვილი ნარკორეალიზატორი და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
ასევე, უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა, იმისათვის, რომ მაქსიმლურად ეფექტიანად ვებრძოლოთ ამ მძიმე სენს და დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები ამ მძიმე სენისგან. ხედავთ, რომ აქაც არის გაუმჭვირვალე გარე დაფინანსება, რომლის დახმარებითაც, ვიღაცეები ცდილობდნენ წაეხალისებინათ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. პოპულარიზაცია ხდებოდა მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკების და ა.შ. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ვერავის მივცემთ ამის უფლებას.
ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის კუთხით, ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფოსკენ წამოღების კუთხით, ესეც ემსახურება თავიდან ბოლომდე იმას, რომ ვებრძოლოთ ნარკოტიკების რეალიზაციას ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს ე.წ. ლეგალური ფორმა თუ არალეგალური ფორმა“, - განაცხადა პრემიერმა.