ოპოზიცია არის სრულად დეზორიენტირებული, ხედავთ, რომ მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია თვეების განმავლობაში ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს, ახლა უწევთ თავის მართლება და ეს იწვევს მათ დეზორიენტაციას, უსუსურ მდგომარეობას.

 „მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, მთელი ამ თვეების განმავლობაში. ატყუებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა იყო 20%, 30%, 35%, თუმცა, საბოლოო ჯამში, დადგნენ ფაქტის წინაშე და ახლა უწევთ თავის მართლება თავიანთი მხარდამჭერების მიმართ. ეს იწვევს მათ დეზორიენტაციას, მათ უსუსურ მდგომარეობას, რაც საბოლოო ჯამში კარგია, ისინი უშვებენ შეცდომას შეცდომაზე და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.