რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ვალერი ბგანბა დაინიშნა, - იუწყება აფხაზური მედია.

დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა ბრძანებულებებს "პრემიერის" თანამდებობიდან ალექსანდრე ანქვაბის გადაყენებისა და მოვალეობის შემსრულებლად ბგანბას დანიშვნის თაობაზე.

როგორც დე ფაქტო მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, "მინისტრთა კაბინეტის" სხვა წევრები თებერვლისთვის დაგეგმილი "საპრეზიდენტო არჩევნების" ჩატარებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ.

ცნობისთვის: ვალერი ბგანბა სხვადასხვა დროს იყო დე ფაქტო პრემიერი, პარლამენტის სპიკერი, 2020 წელს კი "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელი.