„ჩვენ გვაქვს შეთავაზება ამერიკული მხარის მიმართ, ეს შეთავაზება არაერთგზის გავაჟღერეთ, გვქონდა კომუნიკაცია, მათ შორის საჯარო განცხადებები მქონდა მანამდე გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ სრულად მზად ურთიერთობების გადატვირთვისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. რეალურად ძირითადად იგივე გზავნილი იყო გახმოვანებული ჩემს ღია წერილშიც. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, ამას ელოდება ქართული საზოგადოებაც. თუ არ გადაიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, ეს იქნება უტყუარი ნიშანი იმის, რომ „დიფ სთეითი“ ინარჩუნებს უპირატესობას ახალი ადმინისტრაციის მიმართ, რაც იქნება ძალიან სამწუხარო, თუმცა ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი.
გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება უკვე შემხვედრი ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ჩვენ ვიქნებით ამისთვის მზად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.