„გუშინ ჩვენ ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას. ეს ადამიანები ისტერიულ მდგომარეობაში არიან, სახე აქვთ დაკარგული. მათი მდგომარეობა ტრაგიკულია – ჩვეულებრივი არქიფო სეთურის მრევლი." – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნაცი ტიტუშკები“, „ნაცი ორკები“ – ეს არის მათი რეალური სახე. მზად ვართ, ამ ადამიანებს მართლა ყველანაირი დახმარება გავუწიოთ, მკურნალობის ჩათვლით, თუ დაექვემდებარებიან ამ ყველაფერს. მართლა ტრაგიკულია ამ „ნაცი ორკების“ და „ნაცი ტიტუშკების“ ქმედება“, – განაცხადა პრემიერმა.