მინდა, ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ყველა - თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მათ ყველაფერი უკადრებიათ წარსულში, ყველაფერი აქვს ნაკადრები ამ პარტიას, რაც კი შეიძლებოდა ეკადრა. ის ორგანიზაციები, რომლებიც გამოდიან და დღეს მაღალ მატერიებზე გვესაუბრებიან, ბოლომდე ფუთავდნენ იმ ქმედებებს, რასაც ნაცმოძრაობა ახორციელებდა, პატიმრების წამების და მკვლელობის ჩათვლით და ა.შ. გაიხსენეთ 26 მაისს, როდესაც უტიაშვილმა ჯიხურების თავზე განათავსა ცხედრები, ნახეთ რამდენად მკაცრი იყო ამ NGO-ების განცხადებები. მაშინ ისინი იყვნენ ე.წ GONGO-ები, ანუ სამთავრობო NGO-ებში. დღეს სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. ამიტომ არის გამჭვირვალობა მთავარი. გამჭვირვალობა საბოლოო ჯამში გააჯანსაღებს პროცესს და ამ NGO-ებს გააჯანსაღებს. თუ აქამდე მათი საქმიანობა არ იყო ჯანსაღი, გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გაჯანსაღებას“, - განაცხადა პრემიერმა.
დევი ჭანკოტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„არ გაბედონ არავითარი პროვოკაციის მოწყობა. ნუ იყენებენ ადამიანებს საკუთარ შიშველ იარაღად ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, მით უმეტეს, რომ არავითარი შანსი არ აქვთ. დღეს სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და 10%-ს ჩამოცდენილი „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი კოლექტიური სატელიტებით ვერავითარი მასშტაბური პროვოკაციის მომწყობი ვერ არის. სახელმწიფო დაუპირისპირდება უმკაცრესად ნებისმიერ ასეთ მცდელობას. „ნაცმოძრაობას“ არ გაუვა ის, რაც გასდიოდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ამას დამოუკიდებელი, სუვერენული ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
- ასე ფასებს პრემიერმინისტრი დღეს, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტს.
შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა რუსულ კანონს". გუშინდელ აქციაზე დაანონსდა, რომ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენის პარალელურად აქცია კვლავ გაგრძელდება.
პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა.
დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის
2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ