ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 8 არჩევნები მოიგო 2012 წლიდან მოყოლებული და მეცხრე არჩევნებსაც აუცილებლად მოიგებს. ფანჩატურები არჩევნებს ვერ იგებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 

"ოპოზიციური ფანჩატური არის 4 და ოთხივე არის ერთმანეთზე მძიმე მდგომარეობაში. ეს არის მოკლე აღწერა. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 8 არჩევნები მოიგო 2012 წლიდან მოყოლებული და მეცხრე არჩევნებსაც აუცილებლად მოიგებს. ფანჩატურები არჩევნებს ვერ იგებენ,"- განაცხადა პრემიერმა.