არავითარი განსხვავება არ არის „ნაცმოძრაობას“, ამ „ახალს“, „გირჩს“, „დროას“, ხაზარაძეს, გახარიას, „ევროპულ საქართველოს“ შორის. ეს არის ყველა ერთი პოლიტიკური ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
„ეს დაყოფა საქართველოში მოქმედებს 2016 წლის შემდეგ. 2017 წელს პირველად გაიყო „ნაცმოძრაობა“, უფრო სწორად, უფრო ადრეც დაიწყო „ნაცმოძრაობის“ გაყოფის პროცესი, ჯერ კიდევ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში, შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა ეს პროცესი, როცა „ევროპული საქართველო“ გამოეყო „ნაცმოძრაობას“, მერე იყო ვაშაძის პარტია და ა.შ. უამრავი წელია ეს დაყოფა არის დაწყებული, მაგრამ ყველა ხომ ხედავს, რომ სინამდვილეში ეს ყველა ადამიანი არის ერთი პოლიტიკური ძალა. ეს ხომ ყალბი დაყოფაა. არავითარი განსხვავება არ არის „ნაცმოძრაობას“, ამ „ახალს“, „გირჩს“, „დროას“, ხაზარაძეს, გახარიას, „ევროპულ საქართველოს“ შორის. ეს არის ყველა ერთი პოლიტიკური ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. არავითარი არსებითი, თვისებრივი, შინაარსობრივი განსხვავება მათ შორის არ არსებობს. რომ ავიღო სახეები ამ „ახალის“ ბლოკიდან, აბსოლუტურად ყველა არის „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენელი. ხაზარაძე პირდაპირ იყო კავშირში „ნაცმოძრაობასთან“.
საზოგადოებამ იცის, რომ „ლელოც“, გახარიაც, გახარიას პირდაპირ ბლოკები აქვს შექმნილი, კოალიციები აქვს შექმნილი 4 მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, როგორც უნდა მოატყუო ხალხი, ბნელი ხომ არ არის ეს ხალხი, ვერ მოატყუებს ვერც ერთი, ვერც მეორე, ვერც მესამე, ვერც მეოთხე, როდესაც მათ აქვთ, რეალურად, ერთი ფესვები. გამორიცხულია აქ ხალხის მოტყუება.
„ლელოს“ იგივე აქვს ფესვები, რაც შეეხება გახარიას, გახარია პოლიტიკაში შევიდა უფრო გვიან, მაგრამ მან ეს კავშირები გამოაჩინა ჯერ კიდევ 2019 წლიდან აქტიურად, უკან რომ გაყვები მოვლენების ანალიზს უფრო ადრეც ჰქონდა კავშირები, 2019 წელს გამოიკვეთა განსაკუთრებით ეს კავშირები და ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ 2021 წელს მან შექმნა კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“, მანამდე პირდებოდა დასრულებას „ნაცმოძრაობას“ და ზუსტად 1 წელიწადში შექმნა კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ ერთად 4 მუნიციპალიტეტში. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია. ეს ადამიანები, თეორიულად, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, შექმნიან ერთიან კოალიციას, რომელსაც ერქმევა „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. საზოგადოებას როგორ მოატყუებენ, გამორიცხულია საზოგადოება ამით მოტყუვდეს“, - აღნიშნა პრემიერმა.