„2008 წელს ომის შემდეგ რუსეთმა კი არ დატოვა ჩვენი ტერიტორია, პირიქით, დარჩა და ააშენეს ორი სამხედრო ბაზა ჩვენს მიწაზე და ეს არის შედეგი იმ დამანგრეველი ომისა. იმ დროს რომ ჩვენი მთავრობა ყოფილიყო, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი. საქართველო პატარა ქვეყანაა. მოსახლეობა მხოლოდ 4 მილიონია. კარგად აღჭურვილი ჯარი ჰყავს, მაგრამ მაინც პატარაა ქვეყანა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, განსაკუთრებით როდესაც პატარა ქვეყანა არ არის არც ევროკავშირის არც ნატოს წევრი, როცა არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე კონფერენციაზე განაცხადა.
"არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ის ომი დამანგრეველი იყო ჩვენთვის. შედეგი სი არის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. იმ დროს ომს არ მიექცა საკმარისი ყურადღება, რუსეთის აგრესიას არ მიექცა საკმარისი ყურადღება. არავინ არ დაუწესა რუსეთს სანქციები. ჩვენი ომი იყო ომი. ახლა რასაც უკრაინაში ვხედავთ კატასტროფულია , რა თქმა უნდა, ათასობით ადამიანი კვდება ყოველდღიურად და ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ვფიქრობ მსოფლიო ვერ ფიქრობდა, რომ იმ დროს ჩვენი ომი სერიოზული იყო, მაგრამ 6 წლის შემდეგ რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. არავინ ფიქრობდა, რომ ის ამას გააკეთებდა, მაგრამ ეს მოხდა. ეს ჩვენთვის არ იყოს სიურპრიზი. ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს. სამი ომი გვქონდა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. 90-იანი წლების დროს, როდესაც სსრკ დაიშალა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები დავკარგეთ. მერე სამოქალაქო ომი და შემდეგ 2008 წელს. მიმაჩნია, რომ მსოფლიომ ვერ მიიღო ეს სერიოზულად. ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.