საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:
"საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო.
თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
ცნობისათვის: 54 წლის ასაკში წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება.