შენ ხარ ნაძირალა კაცი, გაყიდული. სულგაყიდული მოღალატე ხარ შენ - ასე მიმართა პრემიერ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატს განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ.
"ბატონ გუბაზს მადლობა მინდა ვუთხრა რჩევებისთვის. მე მინდა შემდეგ ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი იყო ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი, ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე. მინდა გითხრათ ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორ მიეყიდა სააკაშვილს - 100 ათას დოლარად არის ეს კაცი გაყიდული, რომ იცოდეთ. არის გუბაზ სანიკიძისთანა მოღალატეები და არაკაცები ვეღარასოდეს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები".. შეეშვით ამ არაკაცს.. როგორ არ გრცხვენია" - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძეს, რომელმაც სხდომათა დარბაზიდან პრემიერ მინისტრს შეაგინა.
დარბაზში "ქართული ოცნების" დეპუტატებმა გუბაზ სანიკიძესთან ფიზიკური დაპირისპირება სცადეს, რომლებსაც პრემიერმა მიმართა: "შეშვით, ეყობა თავისი უბედურება, თავისი ტრაგედია".
მანამდე, ოპოზიციონერმა პარლამენტარმა, გუბაზ სანიკიძემ სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრს მიმართა: „საერთაშორისო სასამართლო როდესაც იქნება, შეიძლება, იქ გამოგიძახონ და არც პიროვნულად და არც საქვეყნოდ არ მემეტებით. ეს ომი უკრაინის გამარჯვებით რომ დასრულდეს, რაშიც თქვენ ეჭვი გეპარებათ და უკრაინელებმა მათი, მიხეილ სააკაშვილისა და ევროკავშირის დაგეგმილი გადატრიალების დამადასტურებელი საბუთი რომ მოითხოვონ, მერე რას შვრებით“.