თუ არჩევნებს გააყალბებენ, მოხვდებათ ცხვირში, რამდენად თავხედურადაც გააყალბებენ, იმდენად მწარედ - იქნება გეგმაც და მოქმედებაც, მათ შორის ქუჩაც, აბა, სახლებში ხომ არ დავსხდებით და ვუყურებთ?! , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„არავის არ შერჩენია არჩევნების მოპარვა. საზოგადოებისთვის არჩევანის წართმევა. შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში შერჩათ, მაგალითად როგორიც არის ბელარუსი, მაგრამ იქ პრაქტიკულად პოლიტიკური ორგანიზაციები, პარტიები არც კი არსებობდნენ, რუსეთი ჩამოიყვანა, პუტინი დაიხმარა და გადაირჩინა თავი ლუკაშენკომ, მაგრამ აქ ვერც პუტინს ჩამოიყვანენ და ვერც თავს გადაირჩენენ იმიტომ, რომ გაცილებით უფრო ორგანიზებული ვიქნებით და არავის არ მოვაპარვინებთ იმ არჩევნებს, რომლის მიტაცებასაც ცდილობენ.
მოქმედების გეგმას ნახავთ მას შემდეგ, რაც დადასტურდება არჩევნების მოპარვის მცდელობა. შემდეგ იქნება გეგმაც და მოქმედებაც. არაფერი გეგმა მაგას არ უნდა, პირდაპირ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. მათ შორის ქუჩაც, აბა, სახლებში ხომ არ დავსხდებით, ვუყურებთ და დაველოდებით, იქნებ და კალანდარიშვილი გასხივოსნდეს, აზრი შეიცვალოს და რეალური ციფრები დაწეროს. ვერ დაველოდებით, უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.