„რუსეთის გარშემო ყველანაირი თანამშრომლობა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფორმატები, უკვე პრაქტიკულად ჩამოიშალა, რადგან ამ რუსეთის რეჟიმის პირობებში ეს არის შეუძლებელი, ამას ძალიან კარგად ეხმაურება ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სანამ ეს რეჟიმი არ დასრულდება, ევროპაში ახალი უსაფრთხოების, გეოპოლიტიკის არქიტექტურის შექმნა და აწყობა არის შეუძლებელი.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„საქართველო დსთ-დან ჯერ კიდევ 2008 წელს გამოვიდა, ცნობილი რუსული აგრესიის გამო და ჩვენ მათთან არანაირი საერთო პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად არ გვქონია, თუ არ ჩავთვლით ივანიშვილის რეჟიმის მათ მიმართ კეთილ განწყობას და რუსეთის მიმართ რევერანსებს.
პირდაპირ ვთქვათ, სამწუხაროდ, მათი ფილიალი და გაგრძელება არიან პუტინისტური რეჟიმის ჩვენს ქვეყანაში, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ამ ტენდენციას, ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით შეუერთდა, რადგან მათაც ნახეს რუსეთის რეალური სახე, მათაც ნახეს ის აგრესია, რომელიც გასულ წელს განხორციელდა უკრაინის წინააღმდეგ და ეს ორგანიზაცია პრაქტიკულად არც გეოპოლიტიკურად, აღარც ეკონომიკურად არაფერს არ წარმოადგენს, არათუ დსთ არაფერს არ წარმოადგენს, არამედ ე.წ „ოდკბ“, რომელიც არის რუსეთის გარშემო რამდენიმე დსთ-ს ქვეყნის უსაფრთხოების სათანამშრომლო ფორმატი, მათაც კი უთანხმოება აქვთ ერთმანეთში და მათაც არ აქვთ საერთო გეოპოლიტიკური ან თუნდაც ეკონომიკური პლატფორმა. ისინი ყველა სხვადასხვა მიმართულებით იყურებიან, ზოგი ჩინეთთან ცდილობს საერთო ენის გამონახვას, ზოგს დასავლეთისკენ აქვს ვექტორი აღებული და პრიორიტეტს ანიჭებს ევროპასთან, ევროატლანტიკურ სივრცესთან ურთიერთობას. აქედან გამომდინარე, რუსეთის გარშემო ყველანაირი თანამშრომლობა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფორმატები, უკვე პრაქტიკულად ჩამოიშალა, რადგან ამ რუსეთის რეჟიმის პირობებში ეს არის შეუძლებელი, ამას ძალიან კარგად ეხმაურება ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სანამ ეს დიქტატორი, სანამ ეს რეჟიმი არ დასრულდება, ევროპაში ახალი უსაფრთხოების და გეოპოლიტიკის არქიტექტურის შექმნა და აწყობა არის შეუძლებელი და ამაზევეა მიბმული შუაგულ ევროპაში მშვიდობის დამყარება.
ჩვენ თუ გვინდა მშვიდობა და ეს ყველას უნდა, განსაკუთრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, შეერთებულ შტატებს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს, მაშინ პუტინი უნდა დასრულდეს, ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს და ეს რეზოლუცია არის ყინულმჭრელი და მე იმედი მაქვს, რომ ბევრი სახელმწიფო, გლობალური ლიდერები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები გაიზიარებენ და მხარს აუბამენ იმ სულისკვეთებას, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციაში იყო მოყვანილი.“ განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა