მეტი პოლიტიკური ვაჟკაცობა სჭირდება, მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ამ ქალბატონმა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით რომ მიიღო გადაწყვეტილება, ყველას გაგვიხარდა, მაგრამ როგორც ჩანს, მეტი პოლიტიკური ვაჟკაცობა სჭირდება მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას. ვაჟკაცობა უნდა პოლიტიკური, შენი დისკრეციული, კონსტიტუციური უფლება გამოიყენო და ასეთი აქტი გამოსცე, ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალო და არა რაღაც მიზეზებს გამოეკიდო, რომ ჰაერშია ორი საქმე, ჯერ მისჯილი არ არის“- განაცხადა ცისკარიშვილმა.