„სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის საპრეზიდენტო ქვეყანა, აქვს თავისი ბერკეტები, რისი გამოყენებაც შეუძლია, მაგალითად იგივე მთავარი პოლიტპატიმრის - მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შედეგად საქართველო ბევრად უფრო წინ წაიწევდა ევროინტეგრაციის გზაზე.“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
"მაგრამ არის მეორე ასპექტიც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პრეზიდენტის ვიზიტის არაკონსტიტუციურობაზე ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს კონსტიტუცია არის კობახიძის დაწერილი, ეს ტექსტი, რომელიც მათ შეადგინეს და „ქოცებმა“ მიიღეს, არის კობახიძის მიერ ფორმულირებული, აქედან გამომდინარე პრეზიდენტი, რომელიც ნიშნავს ელჩებს, არ შეეძლოს უცხოეთში შეხვედრების გამართვა და პოლიტიკურ თემებზე საუბარი, სწორედ იმაზე მიუთითებს, რამდენად გაუმართავი, არა ლოგიკურია და არასახელმწიფოებრივი ნიშნით არის სწორედ ეს ტექსტი და ფორმულირება კონსტიტუციაში, რადგან ქალბატონი პრეზიდენტი ცდილობს იმის გაკეთებას, რაც შეუძლებელია. სინამდვილეში ის ევროპაში თუ მოგზაურობს „ქოცების“ საქმეს გააკეთებდა, რადგან პირდაპირ ეუბნება ევროპელებს, რომ ყველაფრის მიუხედავად უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, რაც მათი გადმოსახედიდან ერთგვარი აბსურდია, რას ჰქვია ყველაფრის მიუხედავად, შენ ხარ სახელმწიფო, შენ გაქვს მთავრობა, სპეციალურად მონიჭებული რეკომენდაციები, რომელიც შესასრულებელია და ეს არ სრულდება და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ სრულდება და მაინც მიგვიღეთ, ეს ერთგვარი არასაქმიანი მიდგომაც არის, ჩვენ პირიქით, უნდა გვქონდეს საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყნის შიგნით იყოს დემოკრატიული ცვლილებები, პოლიტიკური კლიმატის ცვლილება, ეს რეკომენდაციები არ არის უბრალოდ მოსანიშნი და კანონპროექტების მისაღები შემოთავაზებები რეფორმების კუთხით, ეს არის კონკრეტული დავალება, რომელიც ითხოვს პოლიტიკური გარემოს კლიმატის ცვლილებას კანონის უზენაესობის კუთხით რეფორმის გატარებას, კორუფციის აღმოფხვრას, რუსეთთან მეგობრობის და სატრანზიტო დერეფნის გაჭრის და მთელი ამ სქემის პროექტის დასრულებას, ბევრ ფუნდამენტურ ევროპული ტიპის მიდგომას და რეფორმას გთხოვს 12 რეკომენდაცია.
ამას არ ასრულებდე, მაგრამ ასევე პრეზიდენტს ან ნებისმიერ სხვას უნდოდეს მაინც მოგვეცი კანდიდატის სტატუსი ,არის ერთგვარი შეურაცხყოფაც იმ ადამიანების მიმართ, რომლებთანაც უნდა გქონდეს საქმიანი მსჯელობა, ასე რომ ამ მოცემულობაში, ამ პრეზიდენტის პირობებში, ამ „ქოცური“ მმართველობის პირობებში სამწუხაროდ არ გვაქვს იმედი, რომ რამე პოზიტიური და სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამიტომ აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად გამოიცვალოს მთავრობა და ახალმა მთავრობამ გაატაროს ის ცვლილებები და რეფორმები, რასაც ითხოვს ევროპა თავისი დემოკრატიული, ინსტიტუციური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.“ - ასე გამოეხმაურა პეტრე ცისკარიშვილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს ევროპაში.