ნიკა მელიას გამოკვეთილ პოლიტიკურ ამოცანად დაისახა, რომ პარტია დააზიანოს, როგორ უნდა დავინახო პარტიაში? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მელია თვითონ არის ის ადამიანი, რომელიც ამ პარტიას, პარტიის ლიდერებს, მის მომავალს, მოქმედებას თავს ესხმის, ლანძღავს. ამ ფონზე, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ მას ყველაფერი სძულს, როგორ უნდა დავინახო პარტიაში. თქვენ გინახავთ აკო მინაშვილი ან კობა ნაყოფია თავს ესხმოდეს ან ლანძღავდეს ენმ-ს? საჯარო სივრცეში კი არა, პირად საუბრებშიც არ აკეთებენ ამას. გავრიცხავთ სკოლა-ინტერნატი კი არ ვართ, ჩვენ ვართ პოლიტიკური გუნდი, რომელიც იდეების, ამოცანების, ამ შემთხვევაში, ამ რეჟიმის დამარცხებისა და ევროპული იდეალების და ფასეულობების გარშემო ვართ გაერთიანებული, რისკენაც საზოგადოების უმრავლესობა მიისწრაფვის და ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს თავს ესხმის, ლანძღავს, აკრიტიკებს თვითონ აყენებს თავს ამ პარტიის მიღმა - მგონი გასაგებია ყველაფერი. ჩვენ არ ვაპირებთ ბრძანებულებებით გარიცხვებს და დანიშვნებს არ ვაპირებთ,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.