უდიდესი პატივისცემა და მადლობა ყველას, ვინც გასულ ღამეს თბილისში გერმანიის მიმართ მადლიერებისა და ჩემთვის სოლიდარობისთვის გამოვიდა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
ელჩის თქმით, საქართველოს ევროკავშირში ელოდებიან.
„მადლობა უცხოელ დიპლომატებზე თავდასხმების დასრულების მოთხოვნისა და საქართველოს დემოკრატიასა და ევროპულ გზაზე ჩვენი წვლილის აღიარებისთვის. საქართველოს ევროკავშირში ელოდებიან. გერმანია და ევროკავშირი აქ ამისთვის არიან“, – წერს ელჩი.
Big respect & thanks ❤️ to all who came out last night in #Tbilisi to show gratitude to 🇩🇪 & solidarity with me. 🙏🏼 for demanding end of attacks on foreign diplomats & recognition of our contribution to 🇬🇪 democracy & European path. 🇬🇪 has EU calling.
— Peter Fischer (@Diplo_Peter) September 29, 2025
🇩🇪 & 🇪🇺 are here for that. pic.twitter.com/XQUYl6d74R