როგორც ევროკავშირის ელჩის საქართველოში, ჩემი მოვალეობაა, მქონდეს კომუნიკაციის ღია არხები ყველასთან. ვცდილობ, ვესაუბრო ხელისუფლებას, ასევე გვაქვს კონტაქტები ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ სფეროსთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ, როცა საქმე ეხება საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, გაფართოების ანგარიში არის გამანადგურებელი.
„ანგარიში ცხადად ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი მინიჭებიდან ორი წლის შემდეგ საქართველო უფრო შორსაა, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს. საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა ელჩმა.








