მიმდინარე კვირაში პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ანგარიშს მოუსმენენ.

„პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფარგლებში,  თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენს.

 20 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე კი, ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარდგება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს.