მთავრობის მიერ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღეს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტის თანახმად, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის, ასევე მის ფარგლებში გამოყენებული ადამიანის რეპროდუქციული ქსოვილების, უჯრედებისა (გამეტებისა) და ემბრიონების ხარისხის, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
ცვლილებებით განისაზღვრება, რომ მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე განხორციელდება, სალიცენზიო მოსაკრებელი კი 300 ლარი იქნება.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით, აკრძალულია რეპროდუქციული უჯრედის/ქსოვილის, ასევე გესტაციური სუროგატის საჭიროების და ხელმისაწვდომობის რეკლამა, როდესაც იგი ეხება ფინანსურ მოგებას ან სხვა მატერიალური სარგებლის შეთავაზებას ან მოძიებას.