საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლეს არჩილ გორდულაძის დანიშვნის საკითხი განიხილა და მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, არჩილ გორდულაძესთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობს, ყველა შესაბამისი საბუთი და მისი თანხმობა.
„მხარი დავუჭიროთ არჩილ გორდულაძეს და მისი უფლებამოსილება იყოს ცნობილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პლენარული სხდომის მხარდაჭერის შემდეგ, კოლეგას დარბაზში მივესალმებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.