2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება.
კომისიის სხდომაზე მიწვეულია გიორგი ხოჭავა, რომელიც მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უფლებების შელახვის ფაქტები ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა და ის მხოლოდ კონკრეტულ ერთ შემთხვევაში არ მომხდარა. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ 2003-12 წლებში და დღემდე რადიკალური ძალების ქმედებების შესწავლა მნიშვნელოვანია.