პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც 19 მაისს, გაიმართება, მოწვეულნი არიან: ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, ბატონები -  დავით ლორთქიფანიძე, გიორგი ბურჯანაძე (ჩართვა) და ელდარ (ლუკა) კურტანიძე. 

"19 მაისს, 10:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.

სხდომაზე განსახილველი საკითხია 2011 წლის 26 მაისს მომხდარი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა ფაქტები.

სხდომაზე მოწვეულნი არიან: ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, ბატონები -  დავით ლორთქიფანიძე, გიორგი ბურჯანაძე (ჩართვა) და ელდარ (ლუკა) კურტანიძე. 

სხდომის მიმდინარეობა სრულად გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხით და ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით. ასევე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და სოციალურ პლატფორმებზე." - ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.