პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს დეპუტატი მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს.

კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე ლაშხი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მარიამ ლაშხს პარლამენტი ახალ თანამდებობაზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

მარიამ ლაშხმა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გივი მიქანაძე ჩაანაცვლა, რომელიც 1ივლისს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა.