პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტი ხვალ ბიუროს წარედგინება, რის შემდეგაც მას საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე განიხილავენ.

მომზადებული დოკუმენტი 430-გვერდიანია და მასში ყველა ის ფაქტი თუ ქმედებაა თავმოყრილი, რომელსაც 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმი და ყოფილი თანამდებობის პირები 2003 წლიდან დღემდე ახორციელებდნენ.

სახელისუფლებო გუნდში დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელთა ინფორმაციით, მასში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე ჩადიოდნენ