ვერ ვხედავ სამუშაო ჯგუფების აუცილებლობას - „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა იმიტაცია, რომ თითქოს რეფორმებს ატარებდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში არც არაფერი გააკეთა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ჩვენ ამ იმიტაციას ვამხელდით და გამართლდა ჩვენი პოზიცია, რომ ის იყო იმიტაცია და არანაირი რეფორმა არ იყო“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
რადიკალური ოპოზიცია ირწმუნება, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წარმატებაზე ზრუნავს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისიის მიერ დასახელებულ ცხრა პრიორიტეტზე სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, ისევ ბოიკოტს გამოაცხადებს. ოპოზიციის ნაწილი აღიარებს, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო, მმართველი გუნდი კი ოპონენტების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.