სამწუხაროდ, პარლამენტი ტატამად გადაიქცა - მანდატურები გაზავების მიზნით გბოჭავენ და ამ დროს შეიძლება „ქოცი“ მოვიდეს და დაგარტყას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სამწუხაროდ, პარლამენტი ტატამად გადაიქცა. მანდატურები გბოჭავენ, ხელს გიჭერენ, ანუ ვითომ გაზავებენ და ამ დროს, დიდი ალბათობაა „ქოცი“ მოვიდეს და დაგარტყას. რამდენიმე შემთხვევა იყო, ჩვენ აღმოვჩნდით შებოჭილები და „ქოცები“ იერიშზე გადმოსული. ვფიქრობდით, რომ აქ ინტელექტუალური ბრძოლის ასპარეზია, არადა ტატამად გადაიქცა. სამწუხაროდ, ეს მოცემულობაა. ივანიშვილი ხომ პოლიტიკას არ აკეთებს, ურჩევნია, ყველა ერთ ქვაბში მოგვხაშოს, რომ ხალხმა თქვას - ესენი ყველა ერთია“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.