ვგრძნობ რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის ახლა - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„გუშინდელის მერე დღეს არის უკვე საზეიმო განწყობილება იმიტომ, რომ ხალხი თავს მაინც გამარჯვებულად გრძნობს. მე ვგრძნობ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის  ახლა. რაც მთავარია მალე უნდა მოვიშოროთ ეს მავნებლები, ერის მოღალატეები“- აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.