„ჩვენი მთავრობა გასაშვები კი არა, გასაყრელები არიან. მათ ძალიან ბევრი ავნეს უკვე ამ 10 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანას და ხალხის ხელში უნდა გადავიდეს ძალაუფლება." - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
"ისინი არ არიან არჩეულები: არც პრეზიდენტი გვყავს არჩეული, არც მთავრობა - ყველა გვყავს დანიშნული. ამიტომაც, უნდა ჩავიგდოთ ძალაუფლება ხელში, იმიტომ რომ ხალხმა აირჩიოს და ხალხმა უნდა აირჩიოს თავისით" - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე.