არ უნდა დავუშვათ, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი მოვკლათ, ეს მერე შეიძლება ჩვევაში გადაგვივიდეს - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ კლინიკა ,,ვივამედთან" ჟურნალისტებთან განაცხადა.
„საქართველო დღეს წერს, თავისი ისტორიის ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელს. როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებული ჩვენი ღირსებით ბიძინა ივანიშვილზე და მის ქონებაზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მოსამართლეებთან და სხვებთან ერთად ამაში გარეულები არიან ზოგიერთი ექიმები, რაც უპატიებელია. მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ არ არის რეანიმაციაში გადაყვანილი, რას ელოდებიან, კომაში რომ ჩავარდეს? ეს არის ჩვენი გამოსავალი?სამარცხვინოა რაც ხდება.
არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი მოვკლათ, ეს მერე შეიძლება ჩვევაში გადაგვივიდეს და ეს იქნება ძალიან ცუდი” - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.