სალომე ზურაბიშვილი 29-მდე შეიძლება, შეგვეცოდოს კიდეც და არჩევნების თარიღიც შევაპაროთ, 2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

„ხალხი ვერ შეუკრიბეს,​ მიკროფნი ვერ ჩაურთეს,​ ლიაკა ხოშტარიასა და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…

29-მდე შეიძლება, შეგვეცოდოს კიდეც და არჩევნების თარიღიც შევაპაროთ – 2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათი.

იცით თურმე რას უმტკიცებენ? შენ დანიშნე, გაქვს უფლებაო. ისევ ჩვენი საპატრონო უნდა გახდეს…“, – წერს ნინო წილოსანი „ფეისბუქზე“.