კანდიდატის სტატუსის მიღება მხოლოდ საქართველოს, ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება აწყობდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ჩართულობა შეზღუდული არასდროს ყოფილა. პირიქით - ყოველთვის ვთხოვდით რომ ჩართულიყვნენ [12 პრიორიტეტის შესრულების] პროცესებში. მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ამ პროცესში ჩართულობასაც ისინი გამოიყენებენ არევისთვის და პროცესების ნეგატიურად წარმოჩენისთვის, იმიტომ რომ ყველამ ნათლად განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი. ეს მხოლოდ საქართველოს, ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“ შეიძლება აწყობდეს“, - განაცხადა წილოსანმა.