ოპოზიცია აგონიაშია. ისინი სხვადასხვა ფორმირებას ახდენენ, რადგან დადიან ხალხში, ატარებენ კვლევებს და ხედავენ, რომ განულებულია მათი რეიტინგი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

“„ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტები რა ფორმაციით გაერთიანდებიან თუ დაიშლებიან, ეს არაფერს ცვლის. უკვე ვეღარავის ატყუებენ, საკუთარ ამომრჩეველსაც კი ვერ კვებავენ ამ იდეით. „ევროპული საქართველო“, ისედაც ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობა“ იყო“, - აღნიშნა წილოსანმა.