თუ „თბილის პრაიდი“ ორგანიზდება იმისთვის, რომ პროპაგანდას უწოდოს რუსული, ეს იმას ნიშნავს, რომ გლბტ თემის და ადამიანის უფლებები სათანადოდ არის დაცული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„იქ სადაც უფლებები არის დაცული და მათ პირიქით, პროპაგანდა, აგიტაცია და თავიანთი პოზიციის თავზე მოხვევა უნდათ საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, მაშინ მმართველი გუნდის განცხადება ამ პროპაგანდის წინააღმდეგ, კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით, სწორია და ლეგიტიმურია“, - აღნიშნა წილოსანმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით ჩატარდა სემინარი, რომელზეც განიხილეს, როგორ უნდა გააპროტესტონ მმართველი გუნდის ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ინიციატივა, მას შემდეგ, რაც ის კანონპროექტად იქცევა.