პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე იტყუება და თუ ის ბოდიშს არ მოიხდის, სასამართლოს მიმართავს.

"ლევან ღამბაშიძე იტყუება და თუ საჯაროდ არ უარყოფს ჩემთან დაკავშირებულ ცრუ ბრალდებას სასამართლოში შევხვდებით 
ეს ადამიანები, ვითომ აქტივისტები და გარედან მართული პოლიტიკანები დაეჩვივნენ, რომ შეუძლიათ წარმოუდგენელი რამ დაგაბრალონ, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრა მოგიგონონ და არასდროს აგონ ამისთვის პასუხი 
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ადამიანების დეზინფორმაციით მოწამვლა და სიცრუეზე ყველას სათანადოდ უნდა გაეცეს პასუხი" - წერს ნინო წილოსანი, რითაც ოპოზიციონერი აქტივისტის ლევან ღამბაშიძის ბრალდებას უპასუხა, რომ თითქოს წილოსანის ოჯახმა ბიუჯეტიდან ფული მოიპარა.