„ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არა ერთხელ დადასტურებულა, რომ ფინანსდებოდა უცხოეთიდან. შინაარსი და მიზნობრიობა თავისთავად ცხადია, არაფრით შეიძლება ემსახურებოდეს სიმართლეს“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა „ფაქტ ჩეკის“ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ნაცების დაორგანიზებული მედია პლატფორმები პირდაპირ ემსახურება ტყუილის გავრცელებას და ამ შემთხვევაში მამუკა მდინარაძის ციტატასთან დაკავშირებული ტყუილი კიდევ ერთი დასტური არის ამ მთლიანი სცენარის".
„ფაქტ ჩეკი“, რომელიც ვიცით ვისი ორგანიზაციაც არის და რა მიზნებსაც ემსახურება. თუ ამდენი ხანი ჩვენს პოსტებს და ფეისბუქ გამონათქვამებს აქტიურად ბლოკავდა, მაგრამ ახლა მას შეეკვეცა ფრთები და შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მცირე აუდიტორიაზე იმუშაოს, კიდევ უფრო მეტ აბსურდშია გადასული. მამუკა მდინარაძის ციტატა, ერთ შემთხვევაში თავად დაადასტუროს და მეორე შემთხვევაში ისაუბროს, რომ თითქოს მცდარ ინფორმაციას შეიცავს, უკვე საკუთარი თავის დისკრედიტაციასაც ცდება. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არა ერთხელ დადასტურებულა, რომ ფინანსდებოდა უცხოეთიდან, მათ შორის, სერგი კაპანაძე და ის დამფუძნებლები, რომელიც ამ ორგანიზაციას ტალახმოცხებულად წარმოგვიჩენენ, და შინაარსი და მიზნობრიობა თავისთავად ცხადია, არაფრით შეიძლება ემსახურებოდეს სიმართლეს. ნაცების დაორგანიზებული მედია პლატფორმები პირდაპირ ემსახურება ტყუილის გავრცელებას და ამ შემთხვევაში მამუკა მდინარაძის ციტატასთან დაკავშირებული ტყუილი კიდევ ერთი დასტური არის ამ მთლიანი სცენარის“- განაცხადა ნინო წილოსანმა.