მმართველ გუნდში ხაზს უსვამენ, რომ თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ისინი საბოლოოდ გაფორმდებიან, როგორც ექსტრემისტთა ჯგუფი.

"პარტია, რომელიც არ შემოდის პარლამენტში და არ მუშაობს თავისი ამომრჩევლისთვის; პარტია, რომელიც არ იყენებს დემოკრატიის პრინციპებიდან გათვალისწინებულ არც ერთ შესაძლებლობას; პარტია, რომელიც უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე, რა თქმა უნდა, ვერ იქნება პოლიტიკური პარტია, ეს არის ექსტრემისტების დაჯგუფება და თუ თვითმართველობის არჩევნებზეც უარს იტყვიან ეს ადამიანები, უკვე საბოლოოდ გაფორმდებიან როგორც არა პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები, არამედ ექტრემისტების ჯგუფი", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.