რეკომენდაციების შესრულების პროცესმა ადამიანების საინტერესო კატეგორიზაცია მოახდინა - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში:
"ერთნი, დიდწილად შესრულებულ რეკომენდაციებზე რომ ამბობენ არაფერი შეგვისრულებიაო, მაგრამ თვალთმაქცურად მაინც სთხოვენ ევროკავშირს სტატუსის მონიჭებას. ჩემთვის ეს ადამიანები ან სრულიად უგონოები ან ქვეყნის ინტერესების მოწინააღმდეგეები არიან.
მეორე კატეგორია კი უკვე ის ხალხია, რეკომენდაციების შესრულებაში რომ საერთოდ მონაწილეობა არ მიუღიათ. მეტიც, იმ საკითხებზეც კი არ ჰქონიათ პოზიტიური ჩართულობა, რომელიც უშუალოდ მათ თანამონაწილეობას მოითხოვდა, კერძოდ, პოლარიზაციის შემცირება .."