საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, 26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული და მისი ჩაშლა არ გამოუვათ იმ პირებს, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოდიან, რათა საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

"26 მაისის პროვოკაციული აქციები, რომელიც დააანონსეს, გარკვეული არეულობისა და სხვადასხვა სცენის დადგმას ემსახურება, სამწუხაროდ, ამ ყველაფერში მათ ხელს უწყობენ გარე აქტორები. მათ შორის ვიცით, რომ რიგი უცხოელი პოლიტიკოსები ჩამოვლენ და პირიქით, აქციას შეუერთდებიან. კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო და გავაფრთხილო, რომ 26 მაისი არის საქართველოს და ქართველი ხალხის დღე და ამ დღის ჩაშლა, გაფუჭება და გაფერმკრთალება არ გამოუვა არავის", - განაცხადა ნინო წილოსანმა.