მინდა, მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმა რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოსადმი, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს წარმატებებს უსურვებს.
„მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, მინდოდა, ოფიციალურად მიმელოცა ქართველი კოლეგისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება. საქართველოს ვუსურვებთ წარმატებას ამ გზაზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.