„ივანიშვილმა თვითონ თქვა, რომ ის დაბრუნდა პოლიტიკაში იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის დაპირისპირება და კორუფცია, 12 წელია ესენი არიან ხელისუფლებაში და ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანა უნდა შევიდეს ევროკავშირში.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წარმომადგენელმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.
„როგორც ივანიშვილმა თქვა, საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის დაპირისპირება და კორუფცია. გუნდი, რომელიც ქვეყანას აკავებს ევროკავშირში შესასვლელად და გუნდი, სადაც არის კორუფცია და დაპირისპირება, უნდა წავიდეს, უნდა მოხდეს ცვლილებები და ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. რაც შეეხება იმ კონსტიტუციურ აბსურდს, რომ 150 პარლამენტის წევრს რომ მოუნდეს პრემიერ მინისტრს ვერ აირჩევს, თუ კონსტიტუციის გარეშე მყოფი რაღაც თანამდებობის პირი ამას არ იტყვის, ეს არის კონსტიტუციური აბსურდი და კარგად მიუთითებს როგორ არის გაბატონებული კლანურობა, ოლიგარქია, რადგან რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის სამართლებრივად აბსოლუტურად წარმოუდგენელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ივანიშვილმა თვითონ თქვა, რომ ის დაბრუნდა პოლიტიკაში იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის დაპირისპირება და კორუფცია, 12 წელია ესენი არიან ხელისუფლებაში და ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანა უნდა შევიდეს ევროკავშირში.“ - განაცხადა ნიკა ობოლაძემ