გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა თეა გამახსენეს 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი, „ქართული ოცნება“და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ სააკაშვილთან. მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა გამახსენეს 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი. გამახსენეს „ქართული ოცნება“ და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ სააკაშვილთან. მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ იცის მაშინ, კულუარულად, მიმდინარე მოვლენების შესახებ; მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, კონკრეტული ფაქტებით; ამ ამბავს ექნება მნიშვნელობა და ბევრ რამეს ახსნის და ბევრ მოვლენას სწორ სახელს დაარქმევს“, – წერს მელია.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს კითხვებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა.

გრიგოლ ვაშაძემ კომისიის ზოგიერთ კითხვას, თავისივე მოთხოვნით, დახურულ რეჟიმში უპასუხა.