სატელევიზიო პარტიის გაკეთება რომ მნდომებოდა, იმისთანა მქონდა, უკეთესი შეუძლებელია გააკეთო, „მთავარ არხს" ვგულისხმობ,- ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სატელევიზიო პარტიის გაკეთება რომ მნდომებოდა, იმისთანა სატელევიზიო პარტია მქონდა, რომ უკეთესი შეუძლებელია რომ გააკეთო - „მთავარ არხს" ვგულისხმობ. თუ ამას მოვნათლავთ პარტიად და ტელევიზიიდან ბრძოლის შესაძლებლობად.
მელია ველის კაცია, მე ვნახე მელია ველზე, როგორც ტელევიზიის დირექტორმაც ვნახე და ახლაც ვხედავ. არავის არ შეუძლია ეგრე ველზე მუშაობა.
ჩვენ ვართ დისციპლინირებული ხალხი, ჩვენ გვაქვს გეგმა, ყველაფერს დრო აქვა და ეს დროში გაწერილია. ფორმები აქტივობის დროში გაწერილია და ჩვენ გვაქვს კამპანიის განვითარების ხაზი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კამპანია უნდა იყოს აღმავალი",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.