„ოცნება“, როგორც ზოგი ოპოზიციონერი, სრულიად დარწმუნებულია, რომ სტატუსის გარეშეც მშვენივრად შეინარჩუნებს ხელისუფლებას, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„მე ისიც კი არ მჯერა, რომ ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსი უნდა. ოცნება, როგორც ზოგი ოპოზიციონერი, სრულიად დარწმუნებულია, რომ სტატუსის გარეშეც მშვენივრად შეინარჩუნებს ხელისუფლებას. ამას გარდა, როგორც ზოგიერთი ოპიზიციონერი, ოცნებაც დარწმუნებულია, რომ უარის შემთხვევაში წარმატებული პროპაგანდის მეშვეობით ევროსკეპტიციზმს გააღვივებს. ერთშიც ცდება ოცნება და მეორეშიც, ისევე როგორც ზოგიერთი ოპოზიციონერი“,- წერს ნიკა გვარამია.