მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze ან შეურაცხყოფილი არ ხარ, ან აღელვებული?! - ამის შესახებ "ახლების" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ ინციდენტს, სადაც ალეკო ელისაშვილი უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად გაუსწორდა.

„ტიპი გაწყვიტა, ისეთი ხია ალეკომ, ნახევარ საათში გამოვიდა და ცივსისხლინად აგრძელებს სამშობლოს ღალატს. მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze ან შეურაცხყოფილი არ ხარ, ან აღელვებული?! ბოლობოლო, თავის ტკივილის უფლებაც წართმეული გაქვს?! უბრალოდ მონები არა, რობოტი მონები არიან, instrumentum vocale",- წერს გვარამია.

ალეკო ელისაშვილი ტრიბუნაზე მდგომ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად გაუსწორდა