"ის, რომ ივანიშვილი 30 მილიონს პირდება ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დარწმუნებულია, რომ ეს ვერ მოხდება :)) მისივე სიტყვებით, საქართველო ხომ "პატარა სოფელია"...

ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ფონდი "ქართუ": ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის "ქართუ" საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს - ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს