მეგობრებო, სხვა დროს რაიმე სერიოზული მკითხეთ, სისულელეებზე და უსაგნო მსჯელობებზე დროს ნუ დავხარჯავთ, ამის შესახებ „ახალის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ედისონ რისერჩის“ მიერ ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით შესრულებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

„ამასობაში, რაღაც კვლევა გამოქვეყნებულა, მონაცემები ჩამიგდეს და კომენტარი მთხოვეს სხვადასხვა მედიებმა. 
მეგობრებო, სხვა დროს რაიმე სერიოზული მკითხეთ, სისულელეებზე და უსაგნო მსჯელობებზე დროს ნუ დავხარჯავთ, ისედაც ძალიან დაკავებული ვარ ამ წინასაარჩევნოდ. 
გმადლობთ.
ps თან თავდაუსხმელობას მოვაწერეთ ხელი ბრიუსელში და პოლიტიკურ აქტორებს თავს ვერ დავესხმები, სიტყვის კაცი ვარ მე“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.