ევრონაბიჯებისა რა მოგახსენოთ და ბატონი კობახიძის ნაბიჯები პრემიერობისაკენ კი ა.წ. და დღევანდელი დღის დაახლოებით 10:30 სთ-ზე მოხდა,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.
„სერიიდან: ის, რაც და როგორც ხდებადღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით “ ქართული ოცნების”, ოპიზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შევიკრიბეთ ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით.
ცხრა დათქმას ახლა ცხრა ნაბიჯი დაარქვეს და დღის წესრიგის მიხედვით სამი ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. მაგრამ რას გადადგამ, როცა კარგა/მშვენივრად იტკეპნება სადაც დგახარ, ის დალოცვილი ადგილ/მიწა.
ბატონმა კობახიძემ აგვიხსნა, რომ დეპოლარიზაცია გაუგებარი ტერმინია, რადგან პოლიტიკური სარბიელის ბუნებრივი გარემოა პოლარიზება, რაც პლურალიზმის თანმდევია და აბა როგორ წარმოგვიდგენია დემოკრატია პლურალიზმის გარეშე?
კიიდო, ბატონმა კობახიძემ აგვიხსნა, რომ კონსენსუსი ნიშნავს ოპოზიციის თანხმობას უმრავლესობის მიერ შემიტანილ საკითხებზე და ასე სულ ადვილად გადაწყდება ქვეყნისათვის საჭირბოროტო და რადიკალთათვის სადავო თემები.
და აგრეთვე გვაუწყა, რომ ზოგი კანონპროექტი უკვე დაინიცირებულია და ზოგიც მალე დასაინიცირებელი, და ევროპისკენ სწრაფ სვლას და საჭირო ნაბიჯთა გადადგმას ამკანონპრიექტთა მიღება განაპირობებსო.
და ყველასთვის სწორედ რომ მოულოდნელად,სიტყვა, რომ იტყვიან, პირზე შეეყინა და ევროპისკენ რა გითხრათ და კარისკენ კი გადადგა ჩქარი/ჩქარი ნაბიჯები…
- გაპრემიერდა უკვეო?- ხმამაღლა ჰკითხა ოპოზიციონერმა გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, რაზეც თა- რემაც და სხვა აქ დამსწრე ოცნებელებმაც თავები გააქნიეს და მოგვიწოდეს, საქმისთვის მიგვეხედა და დაამატეს, რომ მხეეველიბაში უნდა მუგვეღო, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნები მხოლოდ რეკომენდაციებია და მათი შესრულების აუცილებლობა არსადაც არ წერიაო.
ევრონაბიჯებისა რა მოგახსენოთ და ბატონი კობახიძის ნაბიჯები პრემიერობისაკენ კი ამა წლის და დღევანდელი დღის დაახლოებით 10:30 იყო.
კი. კი. ასე გახლდათ სწორედ:))“,- წერს ნატო ჩხეიძე.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს