ვწუხვარ, რომ არც ადამიანის უფლებათა კომიტეტში აღმოჩნდა არც ერთი კვოტა და არც ჯანდაცვაში და არც კულტურაში. ასე, რომ როსტომი სპორტის კომიტეტის წევრი ხდება და მე - რეგიონული და საგარეო. - წერს პოლიტიკური ჯგუფის "თავისუფლება" დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში:
სერიიდან:
აბა შეხედეთ
პარლამენტში ორი ახალი პოლიტიკური ჯგუფისთვის “ ევროოპტიმისტები” და “ თავისუფლება”მხოლოდ სუამი და მართლმადიდებლობის საპარლამენტო კავშირში გამოინახება კვოტა, ერთი ძირითადი და ერთიც სათადარიგო.
ევროოპტიმისტები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძეა.
თავისუფლება-როსტომ ჩხეიძე და მე. ვწუხვარ, რომ არც ადამიანის უფლებათა კომიტეტში აღმოჩნდა არც ერთი კვოტა და არც ჯანდაცვაში და არც კულტურაში. ასე, რომ როსტომი სპორტის კომიტეტის წევრი ხდება და მე - რეგიონული და საგარეო.
ეს საგარეო როგორ მორჩათ თუ გამორჩათ, არ ვიცი, მაგრამ მე კი ვტაცე ხელი, უგრო სწორად, განაცხადი:))
როსტომი ამბობს, ჭადრაკი ხომ სპორტიაო, და კულტურაცო და განათლებაცო, ჰოდა, რა სჯობს სპორტის კომიტეტს, არც არაფერიო.
17 წლისას რომ მსოფლიო ჩემპიონ კარპოვთან გექნება ნათამაშევი ერთდროულ სეანსში და ერთი ერთზე შერჩები და მისი ხელმოწერით დაგვირგვინებული ბოლო სვლის ხელრთვაც მოგეპოვება, რით დაიწუნებ სპორტის კომიტეტს? ვერც ვერაფრით:))
მე კი რაც რეგიონ/რეგიონ მივლია, ან აქამდე როგორ ვიყავ უამისოდ?:))ასე, რომ სრული სვლით რეგიონებისკენ და სწრაფი სვლით კი შინიდან გარეთ. უფრო გარეთ, ვიდრე რეგიონებია:))