საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს და როგორც მოსალოდნელი იყო, ამასთან დაკავშირებით მაშინვე დაიწყო ყვავ-ყორნების ჩხავილი ოპოზიციური პარტიების მხრიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სამსახურმა მათი ეს პოზიცია შემაჯამებელი სახით ასე გამოხატა: - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ივანიშვილის კორუფციულ-ოლიგარქიულ იერარქიაში წინაურდება კობახიძე... ამით მხოლოდ ის შეიცვლება, რომ ივანიშვილის კორუფციულ იერარქიაში როლები გადანაწილდება, ახლა კობახიძე მოიპარავს მეტს, მაშინ როდესაც ღარიბაშვილი შეირგებს უკვე მოპარულ ასეულობით მილიონს. ეს არის ხალხის შეურაცხყოფა და ხალხის ძარცვა, რაც 2024 წლის არჩევნებზე უნდა დასრულდეს“.
აი ასე, საკუთარი საზომით ზომავენ ყველაფერს და ვითომ არ იციან, რომ ამდენი წლის განმავლობაში ირაკლი კობახიძის მიმართ ოპოზიციის მხრიდან გამოხატული ზიზღის, შურის, ბოღმის, გესლის, აგრესიისა და ცილისწამების მიუხედავად, ერთი ფაქტიც კი არავის მოუპოვებია, რომელიც რაიმე ხინჯს მოსდებდა ამ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მრავალ ჭირგამოვლილ და გამოცდილ პოლიტიკოსს. შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკაში ყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე თავისი ასაკისთვის საოცარი მოთმინება, სიბრძნე და შეუპოვრობა გამოიჩინა, კრიტიკულ სიტუაციებში კი თავი გამოავლინა, როგორც წარმატებულმა კრიზის-მენეჯერმა.
არახალია- როდესაც ქვეყანაში გარდამტეხი მომენტი დგება, სწორედ მაშინ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში აქტიურდება... მისი მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური სვლები, ყოველთვის ქვეყნისა და მისი გუნდის გამარჯვებით სრულდება... ფაქტობრივად ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლებაში ამდენი ხნის დარჩენის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, თორემ დემოკრატიულ ქვეყნებში იშვიათი მოვლენაა, რომ ერთ პარტიას უკვე მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენის ასეთი რეალური შანსი ჰქონდეს (ბოლოს პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის ასეთი შემთხვევები იაპონიაში, გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა).
რაც არ უნდა ილაპარაკოს დაბოღმილმა ოპოზიციამ, რომ თითქოს „ოცნება“ ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ საარჩევნო გაყალბებებით ინარჩუნებს ხელისუფლებას, ყველაზე კარგად სწორედ მათ იციან, რომ ზემოთქმულის გარდა, ოცნების ხელისუფლებაში ამდენი ხნით დარჩენის მიზეზი ოპოზიციის გაუტანლობა, უუნარობა, ლაჩრობა და, არაკომპეტენტურობაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ საქვეყნო საქმის კეთებასა ზრუნვასა და სიყვარულზე წინ მათი უმრავლესობა ვერცხლისმოყვარეობას და სკამისმოყვარეობას აყენებს.
მოდის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც როგორ ქვეყანაში ისე ხელუსუფლებაში სიახლეები უნდა შემოიტანოს.ამ ფონზე სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილმა, სწორედ ირაკლი კობახიძე შეარჩია განახლებული გუნდის ლიდერად, რადგან ამდენი წლის მანძილზე მას არათუ კორუფციაში, არამედ თუნდაც მსუბუქ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაშიც კი ვერავინ ადანაშაულებს. ოპოზიციის მიერ მის მიმართ ზიზღის, შურის, ბოღმის, გესლის, აგრესიისა და ცილისწამების გამოვლენა იმაზე შორს ვერ მიდიოდა, რომ მის ვარცხნილობაზე ან საცურაო აუზზე გადაღებულ ფოტოებზე ექილიკათ. დარწმუნებული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობასაც ისევე ღირსეულად წარმართავს ბ-ნი ირაკლი, როგორც აქამდე წარმართავდა ქართულ პოლიტიკას ურთულესად გასავლელ გზაზე.
წარმატებებს ვუსურვებთ ირაკლი კობახიძეს ახალ რთულ, მაგრამ ქვეყნისთვის ესოდენ საჭირო, საინტერესო და გარდამტეხ ისტორიულ დროს." - წერს ნანა კაკაბაძე "ფეისბუკში".
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე (2013–2015), საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე.